რეგისტრაცია

4.9 / 5, 31 შეფასება

HRმენეჯმენტიპრაქტიკაში

ისწავლე HR მენეჯმენტის სრული ციკლი: რეკრუტმენტიდან და კომპენსაციის პოლიტიკიდან შესრულების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების ჩარჩომდე (SMART, KPI, MBO, OKR), თანამშრომელთა ანალიტიკიდან HRIS სისტემებისა და შრომის სამართლის საკითხებამდე. კურსს უძღვება 5 პრაქტიკოსი ექსპერტი.

ლექტორები
5 პრაქტიკოსი
ფორმატი
ფიზიკურად ან ონლაინ
დაწყება
12 ოქტომბერი
ხანგრძლივობა
3.5 თვე
შეხვედრები
26 შეხვედრა, 54+63 სთ
განრიგი
სამშ, ხუთშ
ჩართულობა 72%
ეტაპი 1/5
KPI -

ინსტრუმენტები, რომლებიც ისწავლება:

ExcelGoogle SheetsHRIS სისტემები

გამოთვალე შენი შვებულების დღეები

შვებულებებისა და დასწრების აღრიცხვა HR მენეჯერისთვის ყოველდღიური პრაქტიკული უნარია და კურსის კომპენსაციისა და ბენეფიტების ბლოკში ცალკე განიხილება. შეავსე დასაქმების დაწყების თარიღი, გამოყენებული დღეები და წლიური ნორმა, კალკულატორი დაგითვლის დარჩენილ და დღემდე დაგროვილ დღეებს.

შენი მონაცემები

ნაგულისხმევი 24 კალენდარული დღე შეესაბამება საქართველოს შრომის კოდექსის მინიმალურ ანაზღაურებად შვებულების ნორმას. რეალურ პრაქტიკაში ნორმა კომპანიის შიდა პოლიტიკით შეიძლება განსხვავდებოდეს.

შედეგი

დღემდე დაგროვილი (პროგნოზი)0
დარჩენილი დღეები0
ნამუშევარი თვე0
გამოყენებული: 0ნორმა: 24

გამოთვლა ეფუძნება მარტივ პროპორციულ მოდელს (წლიური ნორმა / 12 x ნამუშევარი თვეები) და გამოიყენება საგანმანათლებლო მიზნით. რეალურ ანგარიშსწორებაში გამოიყენება კომპანიის შიდა HR პოლიტიკა და შრომის კოდექსის ზუსტი წესები.

26 შეხვედრა, ოთხი ეტაპი

54 საათი ლექცია და 63 საათი პრაქტიკა. Excel-ითა და შერჩევით, Tech რეკრუტინგით, HR ადმინისტრირებით, შრომის კოდექსითა და Payroll-ით, შეფასების სისტემებით, ტალანტების მართვით, მოტივაციითა და ორგანიზაციული სწავლებით. კურსი ფინალური ნაშრომების პრეზენტაციით სრულდება.

    კურსის ბოლოს

    11 კონკრეტული შედეგი, რეკრუტმენტისა და ონბორდინგის მართვიდან შესრულების სისტემების დანერგვამდე.

    გეცოდინება

    • HR მენეჯმენტის სტრატეგიული როლი და ადამიანური რესურსების დაგეგმვა
    • რეკრუტმენტისა და შერჩევის თანამედროვე მეთოდები
    • კომპენსაციისა და ბენეფიტების პოლიტიკის შემუშავება
    • შესრულების მართვის ჩარჩოები: SMART, KPI, MBO, OKR
    • ორგანიზაციული განვითარებისა და ცვლილებების მართვის პრინციპები

    შეძლებ

    1. ონბორდინგისა და თანამშრომელთა ჩართულობის პროგრამების აწყობას
    2. KPI და OKR სისტემების დანერგვასა და გაზომვას
    3. ორგანიზაციული სტრუქტურისა და კულტურის ცვლილებების მართვას
    4. People Analytics-ისა და HR მეტრიკების გამოყენებას გადაწყვეტილებებისთვის
    5. HRIS სისტემების შერჩევასა და დანერგვას
    6. შრომის კოდექსთან შესაბამისობის უზრუნველყოფას
    HR მენეჯერიHR ბიზნეს პარტნიორიHR ადმინისტრატორიპერსონალის აღრიცხვის სპეციალისტი

    ლექტორები

    5 პრაქტიკოსი, თითოეული საკუთარი მიმართულებით: HR მენეჯმენტი, რეკრუტმენტი, პროფესიული განვითარება, ორგანიზაციული განვითარება და შრომის სამართალი.

    ლიკა
    კოვზირიძე

    მმართველი პარტნიორი, SMART Support

    0წლის გამოცდილება მომსახურების სექტორში
    0წლის მენეჯერული გამოცდილება

    20 წლის გამოცდილება მომსახურების სექტორში და 15 წლის მენეჯერული გამოცდილება. კარიერა დაიწყო კვლევით ინდუსტრიაში, შემდეგ განაგრძო ბიზნესის მხარეს, ხოლო 2015 წლიდან მუშაობს HR აუთსორსინგისა და კვლევის მიმართულებით მმართველ პოზიციებზე.

    1. Taylor Nelson Sofresკვლევითი კომპანია, კარიერის დასაწყისი
    2. საქართველოს ბანკითანამშრომელთა მართვა და სტრატეგიული დაგეგმვა
    3. Japan Tobacco Internationalთანამშრომელთა მართვა და სტრატეგიული დაგეგმვა
    4. SMART Supportდამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი (2023-დღემდე)

    CU MBA და CIMA სერტიფიცირებული, დამატებით გავლილი აქვს Strategic Leadership Simulation (Michael Kouly), The Science of Well-Being (Yale University) და Certified Coach (Erickson Coaching International) პროგრამები.

    სოფიო
    კაჭარავა

    განვითარების გუნდის ლიდერი, SMART Support

    0წლის HR რეკრუტმენტის გამოცდილება

    5 წლის HR რეკრუტმენტის გამოცდილება, IT & Tech მიმართულების რეკრუტმენტის ექსპერტიზით. მუშაობდა სხვადასხვა ინდუსტრიის კომპანიებთან და მონაწილეობდა პროცესების გაციფრულებასა და ოპტიმიზაციაში.

    1. SMART Supportპარტნიორი, განვითარების მიმართულების ლიდი

    მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის ბაკალავრის ხარისხი.

    ლელა
    კეკუა

    HR მენეჯერი, IBA IT Georgia

    0წლის HR და პროფესიული განვითარების გამოცდილება

    15 წლის HR და პროფესიული განვითარების გამოცდილება. „საქართველოს რკინიგზა“-ში მუშაობის პერიოდში კურირებდა პროფესიული განათლების პროექტს სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯთან თანამშრომლობით.

    1. Caucasus Onlineშერჩევის მენეჯერი
    2. ICRტრენინგებისა და კარიერული განვითარების მენეჯერი
    3. საქართველოს რკინიგზაადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
    4. აჭარა ჯგუფიHR მართვის კონსულტანტი
    5. IBA GroupHR მენეჯერი, საქართველოს ოფისი

    გელა
    ჩიღოშვილი

    იურისტი, Liberty Bank

    0წლის შრომის სამართლის ექსპერტიზა

    10 წლის შრომის სამართლის ექსპერტიზა, სახელმწიფო და კერძო სექტორის იურიდიული გამოცდილებით. აქტიურად იყო ჩართული შრომის კოდექსში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავებაში.

    1. სახელმწიფო უწყებებიიურისტი, კანონშემოქმედებითი პროცესები
    2. იურიდიული ფირმასამართლებრივი მხარდაჭერა ბიზნესისა და შრომის სამართლის მიმართულებით
    3. Liberty Bankიურიდიული დეპარტამენტი

    სოფო
    კიკუაშვილი

    L&D ექსპერტი და OD (Organizational Development) კონსულტანტი

    0წლის L&D გამოცდილება

    14 წლის L&D (Learning & Development) გამოცდილება და ორგანიზაციული განვითარების კონსულტაციები სხვადასხვა ზომისა და პროფილის კომპანიისთვის. მუშაობს კომპანიების ორგანიზაციულ სტრუქტურასთან, კულტურასთან და ცვლილებების მართვასთან დაკავშირებულ პროექტებზე, ავითარებს ლიდერობისა და პროფესიული განვითარების პროგრამებს.

    1. კორპორატიული სექტორიL&D სპეციალისტი, კარიერის დასაწყისი
    2. Progress Hubდამფუძნებელი, L&D და OD საკონსულტაციო პრაქტიკა
    3. NATO DIB Schoolსერტიფიცირებული ტრენერი/ინსტრუქტორი

    NATO DIB (Defense Institution Building) სკოლის სერტიფიცირებული ინსტრუქტორი. მუშაობს ორგანიზაციული განვითარების, ცვლილებების მართვისა და ლიდერობის განვითარების მიმართულებით.

    ადგილის დაჯავშნა

    ფიზიკურად ან ონლაინ, 3.5 თვის განმავლობაში, 26 შეხვედრა.
    ადგილები შეზღუდულია.

    სამშაბათი20:00-22:00
    ხუთშაბათი20:00-22:00

    მოთხოვნები: სპეციალური წინაპირობა არ არის, სასურველია Excel-ში მუშაობის საბაზისო უნარები.

    კურსის შემდეგ შეგიძლია ჩაერთო კარიერის განვითარების პროგრამაში: რეზიუმე, გასაუბრებისთვის მომზადება და პარტნიორ კომპანიებთან დაკავშირება.

    2600 ₾ ერთიანი გადახდა ან 0% განვადება

    რეგისტრაცია კურსზე სრული პროგრამის ნახვა
    2600 ₾რეგისტრაცია